"იუვენტუსის" მეკარის, ჯანლუიჯი ბუფონის აგენტმა სილვანო მარტინამ გვაუწყა, რომ მისი კლიენტი სეზონის დასრულებისთანავე ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს.
"ეს არ იქნება ტოტის მსგავსი გაცილება. ასეთი რამეები რომაელთათვისაა დამახასიათებელი. მე უფრო დელ პიეროს გაცილების მსგავს სცენარს ველი. იქნება ბევრი ცრემლი, მაგრამ ყველაფერი ზომიერების ფარგლებში.
მე მქონდა პატივი, მსოფლიოს ისტორიაში საუკეთესო გოლკიპერის აგენტი ვყოფილიყავი. მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით. ის ყველაფერს ზეგ, პრესკონფერენციაზე გეტყვით", - ციტირებს მარტინას სიტყვებს Juvenews.eu.
შაბათს, 19 მაისს, "ბიანკონერი" სერია A-ს 38-ე ტურში "ვერონას" ხვდება და ეს ჯიჯის უკანასკნელი მატჩი იქნება.
17:30 16-05-2018
შაბათს ჯანლუიჯი ბუფონი უკანასკნელ მატჩს ჩაატარებს
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული