სარი დიდი ალბათობით ნეაპოლურ კლუბთან კონტრაქტს გააგრძელებს. გუშინ ის "ნაპოლის" პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს შეხვდა, რომელმაც დარჩენა სთხოვა და გუნდიდან წასვლა გადააფიქრებინა.
ისინი კიდევ ერთხელ შეხვდებიან და ახალი შრომითი ხელშეკრულების ფინანსურ დეტალებზე მოილაპარაკებენ. სავარაუდოდ სარის წლიურ გასამრჯელოს ბონუსებიანად 4 მილიონ ევრომდე გაუზრდიან, კონტრაქტში კი კლაუსულის თანხა არ ჩაიწერება.
მაურიციო უკმაყოფილო იყო კლუბის სატრანსფერი ბაზარზე მუშაობით, "ჩელსიში" აპირებდა გადასვლას და "ნაპოლის" ჩაბარების მზადყოფნა კარლო ანჩელოტიმ გამოთქვა.