"ინტერმა" რომში "ლაციო" დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს უკანასკნელ ტურში "ინტერმა" სტუმრად 3:2 სძლია "ლაციოს".

ანგარიში მასპინძლებმა პერიშიჩის ავტოგოლით გახსნეს, 21-ე წუთზე დ'ამბრიზიომ საპასუხო გოლი გაიტანა, შესვენებაზე გასვლის წინ ფელიპე ანდერსონმა ისევ დააწინაურა რომაული გუნდი.

78-ე წუთზე იკარდიმ პენალტით ანგარიში გაათანაბრა, 81-ეზე კი ვესინომ კაცნაკლულ "ლაციოს" (79-ე წუთზე ლულიჩი გაუძევეს) მესამე გოლი გაუტანა.

ნერიაძური ქულების რაოდენობით გაუთანაბრდა "ლაციოს", მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით გაუსწრო, მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მიიღებს მონაწილეობას, "ლაციო" კი ევროპა ლიგაზე იასპარეზებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული