კლაუდიო მარკიზიო "იუვენტუსიდან" წასვლას აპირებს

AutoSharing Option
კლაუდიო მარკიზიო ტურინის "იუვენტუსიდან" აბარგებას აპირებს. "პატარა პრინცი" უკმაყოფილოა მცირე სათამაშო დროით და "ბებერი ქალბატონის" რიგების დატოვებაც ამიტომ სურს.

გასულ სეზონში მან სერია ა-ში 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ჩემპიონთა ლიგაზე კი მხოლოდ 19 წუთი დაეთმო.

32 წლის მარკიზიო "იუვენტუსის" აღზრდილია და მხოლოდ ერთი წლით იყო განათხოვრებული "ემპოლიში", დანარჩენი კარიერა კი ტურინულ კლუბში აქვს გატარებული.

ფეხბურთელის სურვილია, მისი საფეხბურთო კარიერა აშშ-ში გაგრძელდეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული