მას 2+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმეს.
58 წლის ანჩელოტიმ მაურიციო სარი შეცვალა, რომელიც დღეს გადააყენეს.
"გაზეტა დელო სპორტის" ცნობით, ანჩელოტის სეზონურ გასამრჯელოდ 6.5 მილიონი ევრო დაუნიშნეს.
კარლოს "ნაპოლის" მწვრთნელად დანიშვნა "იუვენტუსის" თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ მიულოცა:"დაბრუნებას გილოცავ, კარლო ანჩელოტი! სერია A-ში ჩვენი ფეხბურთის უძლიერესი ადამიანები მოდიან".