გამოცემის მტკიცებით, ის პსჟ-ის წინადადებას დათანხმდა და ამის შესახებ ახლობლებს აუწყა.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარიზული კლუბი ჯიჯის ოთხწლიან კონტრაქტს სთავაზობს და სეზონურ გასამრჯელოდ 8 მილიონ ევროს ჰპირდება.
ბუფონმა 22 მაისს განაცხადა, რომ მოსაფიქრებლად ერთი კვირა ესაჭიროება.