რობერტო მანჩინი: მარიო ბალოტელის გაცილებით უკეთ შეუძლია თამაში

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ საუდის არაბეთთან ამხანაგურ მატჩში (2:1) თავდამსხმელ მარიო ბალოტელის თამაშზე გააკეთა კომენტარი.

"ბალოტელის უკეთ შეუძლია თამაში, გაცილებით უკეთ. თუმცა, ვფიქრობ, პირველ ტაიმში კარგად იასპარეზა. გოლი გაიტანა, რაც თავდამსხმელისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ რა თქმა უნდა, მეტი შეუძლია.

პირველი ტაიმი ჩინებულად ჩავატარეთ, კარში 16-ჯერ დავარტყით ბურთი და 11 კუთხური მოვაწოდეთ. შესვენების შემდეგ გუნდი დაიღალა და ტემპს უკლო. გამარჯვება ყოველთვის სასიხარულოა, განსაკუთრებით ასეთი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ", - განუცხადა მანჩინიმ Football Italia-ს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული