მარიო ბალოტელი შეიძლება იტალიის ნაკრების კაპიტანი გახდეს

AutoSharing Option
მარიო ბალოტელი, რომელიც 4 წლის განმავლობაში იტალიის ნაკრებიდან მოკვეთილი იყო, შეიძლება მისი კაპიტანი გახდეს.

არაა გამორიცხული, ასეთი გადაწყვეტილება მიიღონ საუდის არაბეთის ეროვნულ გუნდთან მატჩისას სუპერმარიოს მიმართ გამოფენილი რასისტული ბანერის გამო.

იმ შეხვედრაში მარიომ გოლი გაიტანა და სკუადრა აძურას მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ თქვა, რომ ბალოს გაცილებით უკეთ შეუძლია თამაში.

ბალოტელიმ საუდელებთან ნამატჩევს დაიჩივლა, თეთრი რომ ვიყო, ცხოვრებაში გაცილებით ნაკლები პრობლემა მექნებოდაო.

ხვალ იტალიის ნაკრები საფრანგეთს ხვდება. თამაში მარიოს გუნდის, "ნიცას" სტადიონზე ჩატარდება. ეს სურათი დღეს სწორედ ამ არენაზეა გადაღებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული