გატუზოს მიერ მცველად ნაქცევი ბორინით შეტევის გაძლიერება "ნაპოლისა" და "ვესტ ჰემს" სურთ

AutoSharing Option
ფაბიო ბორინის დამატება "ნაპოლისა" და "ვესტ ჰემს" სურთ. ამის შესახებ Calciomercato.com-ი იუწყება.

საინტერესოა, რომ პოზიციით ფორვარდ ბორინის ჯენარო გატუზო "მილანში" ხშირად საკადრო პრობლემების გამო დაცვაში აყენებდა, ხსენებულ ორ მსურველ გუნდს კი 28 წლის ფეხბურთელი შეტევის გამძლიერებლად ესახება.

კარლო ანჩელოტი თვლის, რომ ფეხბურთელს დიდი პოტენციალი აქვს და მას იტალიის ნაკრებში მოხვედრაც შეუძლია. "ჩაქუჩები" კი მას მარკო არნაუტოვიჩის შემცვლელად მოისაზრებენ.

ბორინის შესაძლო ტრანსფერზე დაეკითხნენ და მან აღნიშნა, რომ "მილანის" მაისურის ტარებით ამაყობს და ერთი სული აქვს, აგვისტოში იტალიის სუპერთასზე ტურინის "იუვენტუსს" რევანში
აუღოს. მან იმედი გამოთქვა, რომ "როსონერის" ვარსკვლავი გახდება და არსად წასვლასაც არ აპირებს.

გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად მან 44 მატჩში ითამაშა, გაიტანა 5 გოლი და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული