სერია A-ში გადასასვლელი უკანასკნელი საგზური "ფროზინონემ" ბოლო წამებზე მოიპოვა

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს ბოლო საგზური "ფროზინონემ" მოიპოვა. მორენო ლონგოს გაწვრთნილებს პირველი მატჩი "პალერმოსთან" გასვლაზე 1:2 ჰქონდათ წაგებული, თუმცა ორი მატჩში გამარჯვებულები მაინც ისინი გახდნენ.

მასპინძლებმა ანგარიში 52-ე წუთზე რაფაელე მაიელოს ზუსტი დარტყმით გახსნეს, 67-ე წუთზე კი სტუმრებს პაველ დავიდოვიჩი გაუძევეს.

კალშოჩი გადასასვლელი გოლი კი "ფროზინონემ" მსაჯის მიერ დამატებული დროის ბოლო წამებზე გაიტანა და ის კამილო კიანოს ანგარიშზეა.

საბოლოოდ, 2:0. "ფროზინონე" სერია A-ში ბოლო 2014/15 წლებში გამოდიოდა, "პალერმოს" კი ისევ ქვედა დივიზიონში მოუწევს ასპარეზობა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა ბოლო წამებზე ერთით ნოლზე მაინც ფროსინონე გადიოდა
nika
01:21 20-06-2018
0

სიახლეები პოპულარული