სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურმა "რომამ" ერთ დღეში 3 ფეხბურთელი დაიმატა და ერთიც გაუშვა

AutoSharing Option
"რომამ" 29 წლის არგენტინელი ნახევარმცველი ხავიერ პასტორე დაიმატა. სამხრეთამერიკელი იტალიის დედაქალაქში გუშინ ჩავიდა და მას აეროპორტში უამრავი გულშემატკივარი დახვდა.

პსჟ-ის ყოფილი ფეხბურთელი "ჯალოროსიმ" 20 მილიონ ევროდ გადაიბირა. პასტორე პარიზული კლუბის მაისურით 2011 წლიდან ირჯებოდა და ის კლუბის ახალი პროექტის პირველი მონაწილე იყო.

მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ფრანგული კლუბის ფანებს დაემშვიდობა.

"არ მეგონა, ეს მომენტი თუ დადგებოდა, მაგრამ ახლა დროა, დაგემშვიდობოთ. მინდა, ყველა პარიზელს მადლობა გადავუხადო, რომლებმაც დიდებულად მიმიღეს.

გულშემატკივრები თავს ისე მაგრძნობინებდნენ, თითქოს საკუთარ სახლში ვყოფილიყავი. თქვენ ყოველთვის
ჩემს გულში დარჩებით.

პირველი ვიყავი, რომელიც პსჟ-ში ახალი პროექტის დასაწყისში გადმოვიდა. აქ დიდებული ხალხი გავიცანი, მივიღე დიდი გამოცდილება და მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.

ყველას საუკეთესოს გისურვებთ, როგორც კლუბის ხელმძღვანელობას, ისე თითოეულ მოთამაშეს. ძალიან მომენატრებით.

ასევე მსურს, ანხელ კაპასა, ვალტერ საბატინისა და ლეონარდოს დიდი მადლობა გადავუხადო. ეს სამი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

"ყველა გზა რომში მიდის" და მეც იტალიაში ვბრუნდები, მაგრამ იმედია, მალე გნახავთ", - დაწერა პასტორემ.

აქვე გეტყვით, რომ გუშინ ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ "რომას" ნახევარმცველი რაჯა ნაინგოლანი "ინტერში" გადავიდა, ხოლო "მგლებმა" თანხასთან ერთად დავიდე სანტონი და ნიკოლო ზანიოლო მიიღეს.

alt"ინტერი" რაჯა ნაინგოლანის სანაცვლოდ 24 მილიონ ევროს გადაიხდის და ორ ფეხბურთელს დათმობს

alt"რომამ" 4 მილიონ ევროდ ალისონის დუბლიორი იყიდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული