"რომა" "აიაქსს" 35 მილიონ ევროს გადაუხდის და ზაფხულში მეათე ტრანსფერს განახორციელებს

AutoSharing Option
იტალიური პრესა იუწყება, რომ "რომამ" ამსტერდამის "აიაქსთან" შეთანხმებას მიაღწია და ჰაკიმ ზაიჩი "ჯალოროსისის" ფეხბურთელი გახდება.

"მგლები" მაროკოელის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს გადაუხდიან. ფეხბურთელს 5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებენ, სეზონში კი 2,5 მილიონ ევროს გადაუხდიან.

საინტერესოა, რომ "რომა" სატრანსფერო ფანჯარაზე სუპერაქტიურია. ეს ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდისთვის ზაფხულში უკვე მე-10 განხორციელებული ტრანსფერია.

altსატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურმა "რომამ" ერთ დღეში 3 ფეხბურთელი დაიმატა და ერთიც გაუშვა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული