გუშინ, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ადამიანი, "იუვენტუსის" პრეზიდენტი, ანდრეა ანიელი პირადი პერსონით ესტუმრა პორტაგალიელ თავდამსხმელს, რონალდოს, რომელიც საბერძნეთში ოჯახთან ერთად ისვენებს და კონტრაქტი გაუფორმა. ასეთი პატივი იტალიაში ჯერ არც ერთ ფეხბურთელს არ ღირსებია.
გახარებული იყო ანიელი, გახარებული იყო რონალდო და მისი ოჯახის წევრები და სიხარულის არანაკლები მიზეზი ჰქონდა ფეხბურთელის აგენტს, ჟორჟე მენდეშს.
"იუვეს" საამისო მიზეზი ნამდვილად აქვს, რამეთუ კრიშტიანოს მათ გუნდში გადასვლა არამარტო სპორტული თვალსაზრისითაა სასარგებლო. სამართლიანად ითვლება, რომ ეს ტრანსფერი სრულიად იტალიური ფეხბურთის წისქვილზე ასხამს წყალს. რონალდოსთვის
ოთხწლიანი, ესოდენ მომგებიანი, 31-მილიონევროიანი ხელშეკრულების გაფორმება მართლაც მნიშვნელოვანია. ის დამწყები ფეხბურთელი არაა, რაც არ უნდა იყოს, უკვე 33 წლისაა და ძალიანაც პრაქტიკულად მოიქცა. და რა თქმა უნდა, სიხარულის მიზეზი აქვს მენდეშს, რომელმაც 20-მილიონიანი საკომისიო დაიმსახურა.
ჰოდა, შეივსო ბოკლები შამპანურით და შეისვა სადღეგრძელოები. რონალდომ ანიელი და ახალი "იუვე" ადღეგრძელა.
"რეალმა" კი ტრანსფერში 105 მილიონი მიიღო და ჯერ უცნობია, ვინ შეცვლის კრიშტიანოს და როგორი იქნება ახალი ბლანკოსი, რომელსაც ხულენ ლოპეტეგი დამოძღვრავს.
რა ელის პოსტრონალდოსეულ "რეალს"?
რონალდო "რეალში - 450 გოლი და 119 საგოლე გადაცემა [VIDEO]
კრიშტიანო რონალდო "იუვენტუსში" გადავიდა