იტალიის სერია D-დან სერია A-ში დაბრუნებული "პარმა" შესაძლოა ისევ დააქვეითონ

AutoSharing Option
იტალიის სერია D-დან გაჭირვებით სერია A-ში დაბრუნებული "პარმა" შესაძლოა ისევ დააქვეითონ.

სერია B-ს ბოლო ტურში "ენიო ტარდინის" ბინადრები "სპეციას" სტუმრობდნენ და უმაღლეს დივიზიონში აღსაზევებლად მხოლოდ მოგება აწყობდათ.

"პარმას" ფეხბურთელებმა ემანუელე კალაიომ და ფაბია ჩერავოლომ მატჩამდე "სპეციას" ფორვარდებს, ფილიპო დე კოლს და ალბერტო მასის მისწერეს, რომ მათ წინააღმდეგ ძალიან არ მოენდომებინათ.

კალაიომ განაცხადა, რომ ეს ხუმრობა იყო, მაგრამ იტალიის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და კლუბისთვის 2 ქულის დაკლებას ითხოვს, რაც "პარმას" სერია B-ში დააქვეითებს, კალჩოს ელიტაში კი ავტომატურად "პალერმო" დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ
"პარმა" ფინანსური პრობლემების გამო იტალიის სერია D-ში იყო დაქვეითებული, თუმცა კლუბმა უმაღლეს დივიზიონში დაბრუნება მოახერხა.

altამაყი კაპიტნის ისტორია - როგორ დააბრუნა ალესანდრო ლუკარელიმ "პარმა" სერია ა-ში

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული