
ის უარყოფს პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბენზემას (რეალი) და დი მარიას (პსჟ) ტრანსფერებზე მუშაობენ.
"ის, რომ ანჩელოტიმ ამ ფეხბურთელების შეძენა მთხოვა, სრული სისულელეა. მე მასთან სხვანაირი შეთანხმება მაქვს. ჩვენ ახალგაზრდა მოთამაშეები გვჭირდება. ბენზემას და დი მარიას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ რაში გვჭირდება ბებრები?
კავანის ხელფასი 20 მილიონია და არა მგონია, ნაკლებზე დაგვთანხმდეს. თუ ის დამირეკავს და გასამრჯელოს ორჯერ შემცირებაზე დამთანხმდება, მაშინ დაველაპარაკები. ფალკაოს კი გოლები ვეღარ გააქვს".