"პარმა" სერია A-ს ახალ სეზონს მინუს 5 ქულით დაიწყებს

AutoSharing Option
იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ "პარმა" სერია A-ში დარჩება.

თუმცა იტალიური კლუბი 2018/19 წლების სეზონს უარყოფითი ბალანსით, -5 ქულით დაიწყებს.

"პარმას" თავდამსხმელი ემანუელე კალაიო ორი წლითაა დისკვალიფიცირებული და ასევე, ჯარიმის სახით 20 ათასი ევროს გადახდა მოუწევს.

სასამართლომ 36 წლის ფეხბურთელის მიერ გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები საეჭვოდ მიიჩნია, რომელიც მან "სპეცია"-"პარმას" (2:0) მატჩამდე გააგზავნა. მათი აზრით, აღნიშნული მატჩი გარიგებული იყო.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული