ტურინის "იუვენტუსმა" "ბარსელონადან" 16 წლის ფორვარდი შეიძინა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსმა" იუწყა, რომ "ბარსელონას" აკადემიიდან, 3 მილიონი ევროს სანაცვლოდ, 16 წლის ფორვარდი პაბლო მორენო შეიძინა.

ის ესპანეთის 16-წლამდელთა ნაკრების წევრია, კატალონიელთა ახალგაზრდული გუნდის რიგებში კი 6 წლის განმავლობაში 200 გოლი გაიტანა.

"ბებერმა ქალბატონმა" ახალგაზრდა შემტევს 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული