დიდი გაცვლის წინ - "მილანი" და "იუვენტუსი" ბოლო დეტალებს აგვარებენ

AutoSharing Option
იტალიური პრესის ინფორმაციით, "მილანი" და ტურინის "იუვენტუსი" დიდი გაცვლის ბოლო დეტალებს აგვარებენ.

"როსონერის" ახალი დირექტორი ლეონარდო გუშინ გონსალო იგუაინის ძმასა და აგენტს, ნიკოლასს შეხვდა, სადაც "პიპიტას" "სან სიროზე" გადაბარგების თემაზე ისაუბრეს.

გავრცელებული ცნობით, შეთანხმება მიღწეულია, რის მიხედვითაც, არგენტინელი ფორვარდი "მილანში" გადაბარგდება.

ამას გარდა, ლომბარდიელები 24 წლის მცველ მატია კალდარასაც მიიღებენ, "იუვენტუსს" კი ლეონარდო ბონუჩი დაუბრუნდება.

აღნიშნული გარიგების გაოფიციალურებას რამდენიმე დღეში ელიან.

altგონსალო იგუაინი თავისი მომავლის გასარკვევად დღეს იტალიაში ჩაფრინდება

altტურინის "იუვენტუსი" გონსალო იგუაინის ტრანსფერზე შეთავაზებას ელოდება

მკითხველის კომენტარები / 2 /
გაისად ისევ პრობლემები შეექმნებათ, მერე ისევ გაყიდიან ხალხს, მერე იყიდიან და ევროპის ლიგა სანატრელი ექნებათ
იმერელი
17:27 31-07-2018
0
ამ ხელმძღვანელობის ხელში არ მგონია მილანს რამე ეშველოს, რღა დროს იგუაინია ხალხი რონალდოს ყიდულობს:(
გია
14:19 31-07-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული