![](https://sportall.ge/pictures/image5/24c392c9799b21e850bf367cb0295a3c.jpg)
გენუელები ახალგაზრდა შემტევის სანაცვლოდ 5 მილიონ ევროს გადაიხდიან, მომავალ წელს კი მისი გამოსყიდვა 7 მილიონ ევროდ შეეძლებათ.
თუმცა "ბებერი ქალბატონი" იტოვებს უფლებას, ფეხბურთელი უკან დაიბრუნოს. 2020 წელს ფავალის დასაბრუნებლად მათ 16 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ, 2021 წელს კი - 23 მილიონი ევროს.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფორვარდი "იუვენტუსმა" მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ასკოლიდან" 7,5 მილიონი ევროს საფასურად დაიმატა. მან მიუნხენის "ბაიერნს" დუბლიც შეუსრულა.