ტურინის "იუვენტუსმა" გადაწყვიტა, კლუბის 21 წლის ფორვარდი ანდრეა ფავალი "ჯენოაში" გააიჯაროს.
გენუელები ახალგაზრდა შემტევის სანაცვლოდ 5 მილიონ ევროს გადაიხდიან, მომავალ წელს კი მისი გამოსყიდვა 7 მილიონ ევროდ შეეძლებათ.
თუმცა "ბებერი ქალბატონი" იტოვებს უფლებას, ფეხბურთელი უკან დაიბრუნოს. 2020 წელს ფავალის დასაბრუნებლად მათ 16 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ, 2021 წელს კი - 23 მილიონი ევროს.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფორვარდი "იუვენტუსმა" მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ასკოლიდან" 7,5 მილიონი ევროს საფასურად დაიმატა. მან მიუნხენის "ბაიერნს" დუბლიც შეუსრულა.
13:03 01-08-2018
ტურინის "იუვენტუსი" "ბაიერნის" კარში დუბლის ავტორს "ჯენოაში" გააიჯარებს
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული