50 წლის სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ის კვლავ კლუბისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე იქნება.
ალეგრიმ სინანულით განაცხადა, რომ გუნდის რიგები მატეა კალდარამ დატოვა. ის კი დანიელე რუგანისთან და ალესიო რომანიოლისთან ერთად, იტალიის ნაკრების დაცვის მომავალია.
გამოცდილმა მწვრთნელმა გონსალო იგუაინზეც ისაუბრა, რომელსაც 2 წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა, დიდებული ფორვარდი უწოდა და წარმატებები უსურვა.
მასიმილიანო ალეგრი: რომელ პოზიციაზე ითამაშებს რონალდო? სადაც მიჩვეულია