გონსალო იგუაინი: "მილანს" შეუძლია ბევრს მიაღწიოს

AutoSharing Option
ერთსეზონიანი იჯარით "მილანში" გადასულმა თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა პრესკონფერენციაზე მოკლე სიტყვა წარმოსთქვა.

"მინდა "მილანს" მადლობა გადავუხადო იმ უდიდესი ძალისხმევისათვის, რომლის მეშვეობითაც აქ აღმოვჩნდი. ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა. იმედია, ნდობას გავამართლებ.

არაჩვეულებრივი ისტორიის კლუბში გადმოვედი. ტიფოზები ამ გუნდის დიდების დაბრუნებას იმსახურებენ.

ალეგრისთან უთანხმოება მქონდა, მაგრამ აქ ამან არ მომიყვანა - მხოლოდ როსონერის მოტივაციამ.

ჩემს ტრანსფერში დიდი როლი ლეონარდომ ითამაშა. კლუბის ახალ პატრონს გადაწყვეტილი აქვს გუნდს ძველი დიდება დაუბრუნოს.

თუ გუნდი საკუთარ შესაძლებლობებს დაიჯერებს, შეუძლია ბევრს მიაღწიოს. დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ ბევრს მივაღწევთ".

alt

ვაქცინა რონალდოს წინააღმდეგ - "მილანის" ფანები იგუაინის ტრანსფერმა გაახარა და ჩემპიონობაზე აალაპარაკა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული