ამ ყველაფრის შესახებ კი პოპულარული გამოცემა Calciomercato წერს.
"თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ხვალ სამედიცინო შემოწმებას გავივლი და იმედი მაქვს, კონტრაქტს გავაფორმებ.
მინდა, "მილანის" ფანებს მივესალმო, მაგრამ არ დავივიწყო "იუვენტუსის" გულშემატკივრები, რომლებიც ყოველთვის მხარს მიჭერდნენ.
გატუზოს უკვე ვესაუბრე. ხვალ კი, სამედიცინო შემოწმების გავლისა და კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ლეონარდოსაც ვნახავ", - აღნიშნა იგუაინმა.
უკანასკნელი მე-9 ნომერი, რომელიც "იუვენტუსიდან" "მილანში" გადაბარგდა, ფილიპო ინძაგი იყო, ვინც "როსონერის" ნამდვილ ლეგენდად იქცა.
ლომბარდიელთა ფანებმა იგუაინს უკვე უწოდეს ერთგვარი "ვაქცინა" კრიშტიანო რონალდოს წინააღმდეგ, რომელიც კლუბს ჩემპიონობისკენ წარუძღვება.
პიპიტა "მილანთან" ერთსეზონიან საიჯარო ხელშეკრულებას გააფორმებს, რაც გუნდს 18 მილიონი ევრო დაუჯდება. "როსონერის" ფეხბურთელის გამოსყიდვა სეზონის ბოლოს 36 მილიონ ევროდ შეეძლება.
აქვე გეტყვით, რომ დღეს "მილანში" ელიან კიდევ ერთ ფეხბურთელ მატეა კალდარას, რომელიც ამ ტრანსფერის შემადგენელი ნაწილია.
ტურინის "იუვენტუსს" კი ლეონარდო ბონუჩი დაუბრუნდება.
გონსალო იგუაინს ღამით მილანის აეროპორტში ჟურნალიტები და ტიფოზები დახვდნენ