"როხიბლანკო" ხორვატ თავდამსხმელს იჯარით დაიმატებს და მომავალ წელს გამოისყიდის.
30 წლის ფეხბურთელი "როსონერიში" გასულ ზაფხულს ფლორენციის "ფიორენტინადან" 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.
კალინიჩის ტრანსფერი ნიშნავს იმას, რომ "ატლეტიკოს" აღარ დასჭირდება კევინ გამეირო, რომელსაც დიეგო სიმეონეს კლუბი "ვალენსიაში" გაასხვისებს.
ფრანგი ფორვარდის სანაცვლოდ, "ღამურები" 16 მილიონ ევროს გაიღებენ.
ხორვატიის ნაკრებიდან გაძევებული ნიკოლა კალინიჩის დამატების სურვილი მადრიდის "ატლეტიკოს" აქვს