ლეგენდა ლეგენდას მიესალმა - ის ნამდვილი პროფესიონალი და დიდებული ადამიანია!

AutoSharing Option
Gazzetta dello Sport-თან "ინტერის" ყოფილმა კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ პაოლო მალდინის შესახებ ისაუბრა, რომელიც რამდენიმე დღის წინ "მილანის" დირექტორად დაინიშნა.

"ძალიან ბედნიერი ვარ პაოლოს დაბრუნებით. ის ნამდვილი პროფესიონალი და დიდებული ადამიანია.

მას ძალიან დიდი პატივს ვცემ. მსოფლიო ფეხბურთისთვის, განსაკუთრებით კი, იტალიურისთვის, მისი დაბრუნება შესანიშნავია.

ჩვენ ერთმანეთს მოედანზე ხშირად შევხვედრივართ. ახლაც ერთსა და იმავე პოზიციაზე ვმუშაობთ.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომავალ დერბიზე მის სიახლოვეს ვიჯდები. მინდა, მას მხოლოდ წარმატება ვუსურვო", - აღნიშნა ძანეტიმ.

alt"მილანის" დირექტორად პაოლო მალდინი დანიშნეს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული