მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგიმ დაადასტურა ხმები იმის შესახებ, რომ ხორვატ ნახევარმცველ მატეო კოვაჩიჩს კლუბიდან წასვლა სურს.
ესპანელმა დამრიგებელმა აღნიშნა, რომ "სამეფო გუნდს" მისი სრულფასოვანი შემცვლელი დასჭირდება.
"მართალია, რომ მატეო კოვაჩიჩმა წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
მისი დარჩენა მსურდა, რადგან ის ჩვენი კლუბისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნებოდა.
ჯერ ტრანსფერი ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი, მაგრამ მისი გაოფიციალურების შემთხვევაში, ჩვენ კოვაჩიჩის სრულფასოვანი შემცვლელი დაგვჭირდება", - აღნიშნა ლოპეტეგიმ.
შეგახსენებთ, რომ კოვაჩიჩის სახელს ლონდონის "ჩელსის" უკავშირებენ.
13:15 08-08-2018
ლოპეტეგიმ დაადასტურა: მატეო კოვაჩიჩი მადრიდის "რეალიდან" მიდის
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული