იყო დრო, როდესაც ალესანდრო მატრი "მილანისა" და ტურინის "იუვენტუსის" ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა, თუმცა დღეს მის თავს სრულიად განსხვავებული სიტუაციაა.
ის ბოლოს 2016 წელს "როსონერიმ" თავისუფალი აგენტის სტატუსით "სასუოლოში" გაუშვა, სადაც 2 წელი დაჰყო და 56 შეხვედრაში 13 გოლი შეაგდო.
ახლა კი იტალიური პრესა ავრცელებს ინფორმაციას, რომ მისი გუნდში ხილვა აღარც ნეროვერდის ხელმძღვანელობას სურს და მზადაა, 33 წლის შემტევს უფასოდ შეელიოს.
და ვის სურს მისი ხილვა? გავრცელებული ცნობით, "პარმა" და "ფროზინონე" მატრის დამატების მზადყოფნას გამოთქვამენ.
16:47 09-08-2018
გახსოვთ ალესანდრო მატრი? - "მილანისა" და "იუვენტუსის" ყოფილ ფეხბურთელს "სასუოლოდან" აგდებენ
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული