ანდრე სილვა ესპანეთში ჩაფრინდა და დღეს "სევილიას" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება

AutoSharing Option
Marca-ს ცნობით, "მილანის" პორტუგალიელი ფორვარდი ანდრე სილვა გუშინ სევილიაში ჩაფრინდა და ანდალუსიური კლუბის წევრი დღეს ოფიციალურად გახდება.

"დალაქები" ფეხბურთელს 1-წლიანი იჯარით აიყვანენ, თუმცა მისი გამოსყიდვა 35 მილიონ ევროდ შეეძლებათ.

არსებობს ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ "როსონერის" სურს, სილვამ უფრო მეტი სათამაშო დრო და პრაქტიკა მიიღოს, რის შემდეგაც ის "სან სიროზე" დააბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ "მილანმა" პორტუგალიელი გასულ ზაფხულს "პორტოდან" 38 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაიყვანა, თუმცა გაცემული ავანსები ვერ გაამართლა.

alt"მილანს" უახლოეს საათებში კიდევ ერთი ფორვარდი გამოემშვიდობება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული