ორი დღე დასაყოლიებლად - ლუკა მოდრიჩის აგენტი პერესს მისი კლიენტის გაშვებას სთხოვს

AutoSharing Option
Sky Sport-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ლუკა მოდრიჩის აგენტი მარკო ნალეტილიჩი ცდილობს, მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მისი კლიენტის გაშვებაზე დაიყოლიოს.

"სამეფო კლუბის" მმართველს არ სურს, კრიშტიანო რონალდოს შემდეგ კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი დაკარგოს.

მით უმეტეს, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მცირე დრო დარჩა და პერესს ეშინია, რომ ლუკას შემცვლელს ვერ მონახავს.

იტალიაში სატრანსფერო ფანჯარა პარასკევს იხურება და ნალეტილიჩს, რომელმაც განაცხადა, რომ მოდრიჩი ადრე თუ გვიან სერია A-ში ითამაშებდა, პერესის დასარწმუნებულად ორ დღეზე ნაკლები აქვს.

შეგახსენებთ, რომ ხორვატი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს მილანის "ინტერი"
იჩენს.

altმოდრიჩის აგენტი: ადრე თუ გვიან, ლუკა სერია A-ში მაინც გადავა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული