მოდრიჩის აგენტი: ადრე თუ გვიან, ლუკა სერია A-ში მაინც გადავა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველის, ლუკა მოდრიჩის აგენტმა მარკო ნალეტილიჩმა მისი კლიენტის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

"ლუკას სურს, სერია A-ს ვარსკვლავი გახდეს. ვნახოთ, რა მოხდება. დარწმუნებული ვარ, ლუკა, ადრე თუ გვიან, იტალიის ჩემპიონატში გადაბარგდება.

ყველამ უკვე ვნახეთ, თუ როგორ მოიქცა კრიშტიანო რონალდო, როდესაც ტურინის "იუვენტუსის" შეთავაზება მიიღო.

მის ასაკში კალჩოში ბევრი ხორვატი ფეხბურთელი თამაშობს და ვფიქრობ, ლუკაც სერია A-ს კარგად მოერგებოდა", - აღნიშნა ნალეტილიჩმა.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი ცნობებით, მოდრიჩი "რეალში" რჩებოდა და მას "სამეფო კლუბი" ახალ კონტრაქტსა და გაზრდილ გასამრჯელოს
სთავაზობდა.

ლუკას მიმართ ინტერესს მილანის "ინტერი" იჩენს.

altლუკა მოდრიჩს ხელფასის გაორმაგებას დაპირდნენ და "რეალში" დარჩება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული