დღეს რონალდო "იუვენტუსში" პირველ ოფიციალურ მატჩს ჩაატარებს

AutoSharing Option
"იუვენტუსის" მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ დაადასტურა, რომ თავდამსხმელი რონალდო დღეს სერია A-ს პირველ ტურში ვერონაში "კიევოსთან" ითამაშებს.

"რონალდოზე არავითარ ზეწოლას არ ვახდენ და არავითარ რჩევებს არ ვაძლევ. მას უნდა გაიგოს, როგორ თამაშობენ იტალიაში.

"კიევოსთან" რონალდოს დებიუტი შედგება. აგრეთვე ითამაშებენ შესნი, კიელინი, ბონუჩი და პიანიჩი".

"კიევოს" მწვრთნელმა ლორენცო დ'ანამ განაცხადა, რომ მრისხანე მეტოქეს შეებრძოლებიან და დაცვაში აქცენტს კრიშტიანოს ნეიტრალიზაციაზე არ გააკეთებენ, რადგან ტურინულ გუნდს სხვა კარგი შემტევებიც ჰყავთ
და ამით ისინი ისარგებლებენ.

altრონალდოს დამ ახლა მხატვრობა დაიწყო

altვოიცეხ შესნი: ახლა რონალდო გვყავს და ყველაფრის მოგება შეგვიძლია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული