ქალების ადგილი წინა ხაზზე არაა! - "ლაციოს" ულტრასების მიმართვა

AutoSharing Option
რომის "ლაციოს" ულტრასებმა "ნაპოლისთან" სერია A-ს პირველ მატჩამდე ფურცლები გაავრცელეს, სადაც ეწერა, რომ ქალებს თავიანთ ტრიბუნაზე არ შეუშვებდნენ.

"კურვა ნორდი" წმინდა ადგილია ჩვენთვის. გარემო, სადაც დაუწერელი კანონები მოქმედებს, რომლებსაც პატივი უნდა სცეთ. პირველი რამდენიმე რიგი ფრონტის წინა ხაზია. აქ ქალების, ცოლების და გოგონების ადგილი არაა. მათ ვეპატიჟებით მე-11 რიგიდან ნებისმიერ ადგილას.

ყველა, ვინც თვლის, რომ სტადიონი ვილა ბორგეზე ბაღების მსგავსი ადგილია, სადაც შეუძლიათ უდარდელი და რომანტიკული დღე გაატარონ რომში, ჩვენთან ერთად არ უნდა იყვნენ", - წერია ფურცელზე.

თავის მხრივ, "ლაციოს"
წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ფანების პოზიცია კლუბის პოზიციას არ ემთხვევა. "არწივების" ხელმძღვანელობა ყველანაირი დისკრიმინაციის წინააღმდეგ გამოდის.

შეგახსენებთ, რომ "ლაციო" "ნაპოლისთან" შინ ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

მეორე ტურში რომაული გუნდი ტურინის "იუვენტუსის" წინააღმდეგ ითამაშებს.

altსერია A. I ტური: რონალდომ საკუთარ ტყავზე გამოსცადა... [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული