"მილანის" ახალი ფეხბურთელი გულის პრობლემის გამო გუნდს გამოაკლდა

AutoSharing Option
"მილანის" ოფიციალური საიტი იუწყება, რომ კლუბის ახალი ფეხბურთელი, ხორვატი ივან სტრინიჩი, დროებით ვარჯიშს ჩამოსცილდა.

ამის მიზეზი კი გულის პრობლემებია, რომელიც 31 წლის მცველს სამედიცინო შემოწმების შედეგად დაუდგინეს.

როგორც ცნობილი გახდა, სტრინიჩს გულის კუნთის ზრდა დაუფიქსირდა.

Tuttosport-მა ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი ცნობილ იტალიელ კარდიოლოგ ბრუნო კარუს სთხოვა, რომელმაც განაცხადა, რომ ხორვატი ფეხბურთს 3-4 თვით მაინც ჩამოშორდება.

შეგახსენებთ, რომ სტრინიჩი "მილანმა" გენუის "სამპდორიადან" თავისუფალი აგენტის სტატუსით ზაფხულში დაიმატა.

altხორვატიას ივან სტრინიჩიც გამოაკლდა

alt"მილანის" ნახევარდაცვას ურუგვაის ნაკრების ფეხბურთელი გააძლიერებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული