როგორ გაიცნო მაურო იკარდიმ თავისი მეგობრის ყოფილი მეუღლე და სამი შვილის დედა ვანდა ნარა

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" ფორვარდის მაურო იკარდის მეუღლემ და ამავროდულად აგენტმა ვანდა ნარამ მოყვა, თუ როგორ გაიცნო არგენტინელი ფეხბურთელი.

ნარა, იკარდის ახლო მეგობრის, მაქსი ლოპესის ყოფილი ცოლია, რომელთანაც სამი შვილი აკავშირებს.

"მაუროს მაშინ შევხვდი, როდესაც ის მხოლოდ 18 წლის იყო. მაქსი ლოპესთან განქორწინებული ვიყავი და საცხოვრებლად არგენტინაში გადავედი.

ერთ დღესაც მილანში დავბრუნდი, რათა ბოლო საქმეები მომეგვარებინა და შემდეგ კვლავ სამშობლოში ჩავფრენილიყავი.

იკარდის ვიცნობდი და მან შემომთავაზა მისი მანქანით მესარგებლა. ასევე, ჩემი სურვილის შემთხვევაში, მითხრა, რომ შემეძლო მის სახლში დავრჩენილიყავი.

მაუროს აზრით, კარგი
იქნებოდა თუ ერთად ვისადილებდით. მაცივარი გამოვხსენით და როგორც ახალგაზრდა ადამიანებს სჩვევიათ, მასაც ის ცარიელი ჰქონდა.

საბოლოოდ, მაკარონი აღმოვაჩინეთ, რომლითაც ვისადილეთ.

იკარდის ჰქონდა ყველაფერი რაც ცხოვრებაში სურდა. მთავარი, რამაც ჩემი გაოცება გამოიწვია, იყო ის, რომ 18 წლის ასაკში, ბრძენი და გამოცდილი ადამიანივით იქცეოდა.

ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. მოგვიანებით, მან მზრუნველობა ჩემს სამ შვილზეც აიღო და ისინი თავის სახლში მიიღო".

ნარას ორი ვაჟი ასევე მაურო იკარდისთანაც ჰყავს - მან ამის შესახებ განაცხადა:

"არავითარი მეტი შვილი! მაუროს ყოველთვის სურდა გოგონა ჰყოლოდა, რადგან მას ყოველთვის ეშინოდა, რომ ზეწოლას იგრძნობდა, თუ მამის კვალს გაყვებოდა", - განაცხადა ვანდა ნარამ.

altვანდა ნარას შვილის დაბადების დღეზე ყოფილი და ამჟამინდელი მეუღლე ერთად ჰყავდა

altკიდევ ერთი მიზეზი, უყუროთ სერია A-ს - იკარდის ცოლი საფეხბურთო ექსპერტად [PHOTO]

altისეთი ხმები იყო, მთელი ღამე არ დამაძინეს - 12 წლის შემდეგ დადასტურდა, რომ დიეგო მარადონას მაურო იკარდის ცოლთან სექსუალური ურთიერთბა ჰქონდა [VIDEO]

altკაცია ეხლა ეს? - იკარდიმ თავისი მეუღლის შიშველი სურათი გამოაქვეყნა

მკითხველის კომენტარები / 6 /
რომ ვუყურებ საქართველოში ქვეყნის ისტორიაზე მეტად ამათი ისტორია იციან.....:)))
saba
08:24 22-10-2019
0
ამ ქალს თვალებში აწერია,რომ ეს ნავსაყუდელი ბოლო არ იქნება
DUDA
10:47 28-08-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული