"რონალდო - ეს კლუბის სპონსორის "ფიატის" ტრანსფერია. მე რონალდოს პირადი კონტრაქტი მაშინ გავუფორმე, როდესაც 18 წლის იყო. მაშინ "სპორტინგში" თამაშობდა. ვნახე და მეორე დილით კონტრაქტი გავუფორმე.
ტრანსფერი 5 მილიარდ იტალიურ ლირად შეფასდა, პლუს მარსელო სალასი, რომელსაც კომპენსაციის სახით 1 მილიარდი გადავუხადე, მაგრამ შემდეგ სალასმა "რივერ პლეიტში" გადასვლა გადაწყვიტა, რონალდო კი "მანჩესტერში" გადაბარგდა.
იმ დროს "იუვეში" რეალური კრიზისი იყო, ცენტიც კი არ გვქონდა. მარკეტინგის თვალსაზრისით ეს დიდებული ტრანსფერია.
მე იგუაინს 50 მილიონად გავყიდიდი და მერე გავჩარხავდი რონალდოს ტრანსფერს".