კარლო ანჩელოტი: ისეთი გუნდები შეგვხვდა, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლიათ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის წილისყრის დასრულების შემდეგ კომენტარი "ნაპოლის" თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ გააკეთა.

როგორც იცით, იტალიურ კლუბთან ერთად ჯგუფში "ლივერპული", პსჟ და "ცრვენა ზვეზდა" მოხვდნენ.

"ძალიან რთულ ჯგუფში მოვხვდით. "ლივერპული" და პსჟ ის გუნდები არიან, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგის მოგება თავისუფლად შეუძლიათ.

მათ წინააღმდეგ თამაში ადვილი არ იქნება, მაგრამ ასევე ვიტყოდი, რომ ნებისმიერი მათგანისთვის "ნაპოლიც" უხერხული მეტოქე იქნება", - აღნიშნა ანჩელოტიმ.

altწილი ნაყარია - ჩემპიონთა ლიგის ჯგუფები დაკომპლექტდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული