"პალერმოს" პრეზიდენტი - იანვარში დიბალა ესპანეთში წავა

AutoSharing Option
"პალერმოს" პრეზიდენტი მაურისიო ძამპარინი, რომელმაც თავის დროზე პაულო დიბალა აღმოაჩინა, ფიქრობს, რომ არგენტინელი ფეხბურთელი იანვარში აუცილებლად დატოვებს იტალიას.

მას შემდეგ, რაც "იუვენტუსმა" კრიშტიანო რონალდო შეიძინა, დიბალამ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და მისი "ბებერ ქალბატონში" დარჩენაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

"ვფიქრობ, იანვარში ის ესპანეთში წავა. მისი სათადარიგოთა სკამზე ყოფნა რონალდოს დამსახურებაა. მე დიბალას მესიჯი გავუგზავნე და ვუთხარი, რომ იტალიაში სათადარიგოთა სკამზე ჯდომა აღარ უნდა გააგრძელოს და წავიდეს ესპანეთში, სადაც ფეხბურთის თამაში შეეძლება. მას შემოთავაზებები ნამდვილად აქვს ესპანეთის და ინგლისის ტოპ-კლუბებიდან" -
განაცხადა მაურისიო ძამპარინიმ.

პაულო დიბალა "იუვენტუსში" სწორედ "პალერმოდან" 2015 წელს გადავიდა.

მას შემდეგ სერია ა-ში ჩატარებულ 100 შეხვედრაში 52 გოლის გატანა მოახერხა.

altრონალდოს გამო პაულო დიბალას "რეალში" უნდა გადასვლა

altალეგრი - დიბალას "ატლეტიკოში" შესაძლო გადასვლაზე: სიმეონეს ეგ ბიჭი სადილზე მაინც დაეპატიჟებინა

altმასიმილიანო ალეგრი: რონალდო დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენ დიბალა გვყავს




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული