"ჩვენი მიზანი ოთხეულში მოხვედრა და ევროპა ლიგაზე კარგი ასპარეზობაა. ამიტომ "იუვენტუსისგან" ძალიან შორს ვართ. კარგი იდეები გვაქვს. აუცილებელია, მენტალიტეტს მივხედოთ. გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელთაც სწორი განვითარება სჭირდებათ", - განაცხადა პაოლო მალდინიმ.
მალდინი "როსონერის" სპორტულ დირექტორად რამდენიმე კვირის წინ დანიშნეს.
მიმდინარე სეზონში "მილანმა", ჯენარო გატუზოს ხელმძღვანელობით, 3 მატჩი ითამაშა, საიდანაც მხოლოდ 1-ის მოგება მოახერხა.
"მილანის" დირექტორად პაოლო მალდინი დანიშნეს
პაოლო მალდინი: ფეხბურთს მხოლოდ "მილანისა" და იტალიის ნაკრების გამო დავუბრუნდები