სერია A. VI ტური: "იუვენტუსმა" მეექვსე მატჩიც მოიგო, "ნაპოლიმაც" იმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის მე-6 ტურში ლიდერებმა გაიმარჯვეს და სატურნირო მდგომარეობა არ შეცვლილა.

"იუვენტუსმა" ტურინში მე-16 წუთზე მოუთავა საქმე ერთ-ერთ აუტსაიდერ "ბოლონიას". ანგარიში მე-11 წუთზე დიბალამ გახსნა, შემდეგ კი რონალდოს პასით მეორე გოლი პოლონელ მეკარე სკორუპსკის მატიუიდიმ გაუტანა. ამის შემდეგ მსპინძლებმა თამაში დააწყნარეს და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიიყვანეს ლოგიკურ ფინალამდე.

მოკლედ, "იუვემ" ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ ექვსი გამარჯვება იზეიმა - 2:0. "ბებერმა ქალბატონმა" აგრეთვე ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურშიც იმარჯვა და სეზონის დასაწყისში მიჯრით 7 გამარჯვება ბოლოს 88 წლის წინ ჰქონდა მოპოვებული.

VideoSportall.Ge
26.09.18.
იუვენტუსი - ბოლონია 2:0

დაახლოებით ასეთივე სცენარით განვითარდა მოვლენები "სან პაოლოზე", სადაც "ნაპოლი"  "პარმასთან" დებიუტში ინსინიემ დააწინაურა, ხოლო მეორე ტაიმში მილიკმა დუბლი შეასრულა - 3:0. ნეაპოლური გუნდი 12 ქულით მეორე ადგილზეა და ბიანკონერის 3 ქულით ჩამორჩება.


მეტად დაძაბული გამოდგა "უდინეზესა" და "ლაციოს" დაპირისპირება. პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა, მეორე ტაიმში რომაელებმა ორჯერ დალაშქრეს უდინელთა კარი (აჩერბიმ და კორეამ), მე-80 წუთზე ნიუტინკმა ერთი საპასუხო გოლი გაიტანა, დარჩენილ დროში მისი გუნდი ბევრს ეცადა ქულის გადარჩენას, თუმცა არაფერი არ გამოუვიდა და წააგო - 1:2.

უხეიროდ სტარტაღებულმა "რომამ" "სტადიო ოლიმპიკოზე" აუტსაიდერი "ფროზინონე" გაანადგურა. შეხვედრის ბედი ჯალოროსიმ შესვენებამდე გადაწყვიტა. გოლები უნდერმა, პასტორემ და ელ შაარავიმ გაიტანეს, მატჩის დასასრულს კი კოლაროვმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:0.


დღეს "სასუოლო" გასვლაზე "სპალს" ხვდება და მოგების შემთხვევაში მესამე ადგილს დაიბრუნებს, ხოლო "მილანი" სტუმრად "ემპოლის" ეთამაშება.

შეგახსენებთ, შაბათს ტურინში დიდი მატჩია - "იუვენტუსი" - "ნაპოლი".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული