"რომანიოლისთვის არაფრის თქმა საჭირო არაა. თუ მას დაველაპარაკები შეცდომაზე, მაშინ ყველა იმ ფეხბურთელს უნდა დაველაპარაკო, რომლებსაც გოლის გატანის შანსები ჰქონდათ და ვერ გაიტანეს.
ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ, როგორც პირველ, ასევე მეორე ტაიმში, შემდეგ კი შეცდომა დავუშვით, რომელიც ძვირად დაგვიჯდა. პრობლემა იმაშია, რომ მატჩი ლოგიკურ დასასრულამდე ვერ მიგვყავს. არადა, კარგად ვთამაშობდით, მიუხედავად იმისა, რომ არ გვყავდა ისეთი ფეხბურთელი, როგორიც იგუაინია, ხოლო ბორინი ბოლომდე ვერ ჩაერთო თამაშში.
ისევ მაგაზე გვიწევს საუბარი,
ჯერ ვერ ვიტყვით, რომ კარგი გუნდი ვართ, ეფექტურობა არ გვყოფნის, მაგრამ თუ გავაგრძელებთ ასე თამაშს, შედეგი ადრე თუ გვიან მოვა", - თქვა გატუზომ იტალიურ მედიასთან.
შეგახსენებთ, რომ რომანიოლიმ საჯარიმოში ლევან მჭედლიძე წააქცია, რის შემდეგაც პენალტი დაინიშნა და "ემპოლიმ" ანგარიში გაათანაბრა.
რომანიოლი: მჭედლიძესთან თამაშისას შეცდომა რომ არ დამეშვა, მოვიგებდით
ლევან მჭედლიძე დაბრუნდა და "მილანთან" მონადირებული პენალტით "ემპოლიმ" ქულა მოიპოვა [VIDEO]