"ნაპოლი" და "ინტერი" "იუვენტუსს" მისდევენ - შეძლებისდაგვარად

AutoSharing Option
სერია A-ში "იუვენტუსის" მორიგი გამარჯვების შემდეგ მისმა უახლოესმა მდევრებმაც მოიგეს თავიანთი მატჩები.

"ნაპოლიმ", რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულს" სძლია, შინ "სასუოლო" 2:0 დაამარცხა. ანგარიში მე-3 წუთზე უნასმა გახსნა, შემდეგ მასპინძლებმა ერთხანს შეტევები გააგრძელეს და მერე ინიციატივას სტუმრები დაეუფლნენ. მეკარე ოსპინას შვიდჯერ მოუხდა ბურთის მოგერიება. ანჩელოტის შეგირდები კი სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდნენ. შეცვალზე შესულმა ინსინიემ 72-ე წუთზე გაიტანა გოლი და ამით ყველაფერი დასრულდა.

"სპალმა" დიდი წინააღმდეგობა გაუწია საკუთარ მოედანზე "ინტერს" და მაინც წააგო - 1:2. დუბლი იკარდიმ შეასრულა.

სანაკრებო პაუზის სემდეგ "ინტერი" დერბიში
იმ "მილანს" შეხვდება, რომელმაც "კიევოს" 3:1 მოუგო. ამ შეხვედრაში დუბლი იგუაინმა შეასრულა.

მოკლედ, "იუვე" "ნაპოლის" ისევ 6, ხოლო "ინტერს" 8 ქულით უსწრებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული