"ჰარვარდის" მწვრთნელი: კიელინიმ ცხვირი შეიძლება მეცნიერებას შესწიროს

AutoSharing Option
ჰარვარდის უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდის მწვრთნელმა ფრანჩესკო დ'აგოსტინომ "მანჩესტერის" მენეჯერს ჟოზე მოურინიოს უპასუხა, რომელმაც "იუვენტუსის" მცველების ჯორჯო კიელინის და ლეონარდო ბონუჩის მათ უნივერსიტეტში ჩარიცხვა შესთავაზა.

"ამაზე ვიფიქრე. კიელინის შეუძლია სამედიცინო ფაკულტეტზე ისწავლოს. მან ათასჯერ გატეხილი ცხვირი შეუძლია მედიცინას შესწიროს.

ბონუჩის შეუძლია ფსიქოლოგიის ლექცია წაიკითხოს. "იუვენტუსიდან" "მილანში" გადაბარგება-გადმობარგებისას არაა გამორიცხული, პიროვნების გაორებას ჰქონდა ადგილი.

თუ არ ვიხუმრებთ, მოურინიოს ვეთანხმები. ისინი დაცვის აკადემიკოსები არიან. ჩემს გუნდში რომ თამაშობდნენ, ნაკლებ გოლებს გავუშვებდით", - განუცხადა დ'აგოსტინომ TuttoJuve-ს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული