რომანიოლიმ ავტოგოლი "გაქვითა" და "მილანს" გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
31 ოქტომბერს "მილანმა" პირველი ტურის გადადებულ მატჩში "ჯენოა" 2:1 დაამარცხა.

როსონერის მწვრთნელმა გატუზომ გუნდი ახალი ტაქტიკური სქემით ათამაშა: 3 ცენტრალური მცველით და შეტევაში კუტრონეთი და იგუაინით.

დებიუტში სუსომ გახსნა ანგარიში, შემდეგ რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს და 56-ე წუთზე ავტოგოლი გაუშვეს - კუამემ ბურთის ჩაწოდება სცადა, რომანიოლის მოხვდა და უცნაური ტრაექტორიით დონარუმას კარის ბადეში აღმოჩნდა.

დარჩენილ დროში მასპინძლები ბევრს უტევდნენ და ბოლოს თავისას მიაღწიეს - მეკარე რადუმ გამოსვლაზე უხეიროდ ითამაშა და რომანიოლიმ ავტოგოლი "გაქვითა".

მოკლედ, "მილანმა" დამსახურებულად გაიმარჯვა და ლიდერთა ჯგუფს
მიუახლოვდა, რაც არსებულ სიტუაციაში მისთვის დიდი მიღწევაა.

მილანი. სან სირო"
მილანი - ჯენოა 2:1
გოლები: 1:0 სუსო (4), 1:1 რომანიოლი (56, საკ. კარში), 2:1 რომანიოლი (90+1)

"მილანი: დონარუმა, მუსაკო, რომანიოლი, როდრიგესი, სუსო, კესიე, ბაკაიოკო, ჩალჰანოღლუ (კასტილეხო 83), ლასკალტი (აბატე 63), კუტრონე, იგუაინი

ჯენოა: რადუ, ბირასკი, გიუნტერი, ზუკანოვიჩი, ლაზოვიჩი, რომულო (ველოზუ 67), მაციტელი (ომეონგა 78), ბესა, კრიშიტო, პიონტეკი (პანდევი 85), კუამე

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული