როგორც ანონსირებული იყო, "ემპოლის" მწვრთნელად ჯუზეპე იაკინი დანიშნეს.
54 წლის იაკინი ადრე "კიევოს", "სამპდორიას", "სიენას", "უდინეზეს", "სასუოლოს" და "პალერმოს" ედგა სათავეში.
მან გადაყენებული აურელიო ანდრეაცოლი შეცვალა.
"ემპოლიმ" 11 ტურში მხოლოდ 1 გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზეა.