სერია A-ს მე-12 ტურში "ნაპოლიმ" გასვლაზე სძლია "ჯენოას" 2:1.
ანჩელოტის გუნდი 0:1-ს აგებდა, შემდეგ თამაში თავსხმა წვიმის გამო შეწყდა, შემდეგ განახლდა და ნეაპოლელებმა გამარჯვების მოპოვება მოახერხეს.
"ნაპოლი" ლიდერ "იუვენტუსს" 3 ქულით ჩამორჩება, რომელიც 11 ნოემბერს "სან სიროზე" "მილანს" ხვდება.
ასევე მეტად საინტერესო მატჩი გაიმართება ბერგამოში, სადაც "ატალანტა" "ინტერს" უმასპინძლებს.
გენუა. "კომუნალე ლუიჯი ფერარისი"
ჯენოა - ნაპოლი 1:2
გოლები: 1:0 კუამე (20), 1:1 რუისი (62), 1:2 ბირასკი (86, საკ. კარში)