"მილანის" 18 წლის მცველი რაულ ბელანოვა "იუვენტუსის" თავდამსხმელის რონალდოს თავგადაკლული ფანია, ის სერია A-ს მე-12 ტურში ამ გუნდების მატჩში სათადარიგო იყო და კრიშტიანოსთან სურათიც გადაიღო.
ოღონდ, ეგაა, აგრერიგად ნანინანატრი ფოტო "იუვეს" მცველმა ჯორჯო კიელინიმ წაუხდინა, რომელიც დედაშობილა "ამშვენებს" ფონს და როგორც ამბობენ, ბელანოვამ თავის ოთახში კედელზე ამის გამო ვერ დაკიდა.
ეს მატჩი "ბებერმა ქალბატონმა" 2:0 მოიგო და რონალდომ გოლი გაიტანა.