გონსალო იგუაინი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

AutoSharing Option
სერია A-ს გასულ ტურში "იუვენტუსთან" შეხვედრაში გაძევებული "მილანის" თავდამსხმელი გონსალო იგუაინი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

როგორც იცით, ის რონალდოს შეძენის შემდეგ "იუვემ" როსონერიში გაანათხოვრა და გაღიზიანებულმა თქვა, გუნდიდან მომისროლესო. ჰოდა, ძალიან უნდოდა იმ შეხვედრაში თავის გამოჩენა და გამოიჩინა კიდეც, ოღონდ უარყოფითად: ჯერ პენალტი გააცუდა, შემდეგ მსაჯმა გააძევა, რის შემდეგაც არბიტრსაც ეკამათა, მეტოქე გუნდის ფეხბურთელებსაც და თვალზე კურცხალმომდგარმა დატოვა მოედანი.

პიპიტა "ლაციოსა" და "პარმასთან" მატჩებს გამოტოვებს.

მან ამ სეზონში 13 მატჩში 7 გოლი გაიტანა
და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული