სერია A-ს მე-13 ტურში "იუვენტუსმა" საკუთარ მოედანზე 2:0 სძლია "სპალს".
რონალდომ "იუვეში" 13 მატჩში 9 გოლი გაიტანა, რაც დებიუტანტისთვის უკანასკნელ 50 წელიწადში საუკეთესო შედეგია.
"იუვენტუსმა" 37 ქულა დააგროვა და 9 ქულით უსწრებს მეორეადგილოსან "ნაპოლის", რომელიც 25 ნოემბერს "კიევოს" მასპინძლობს.
ტურინი. "ალიანს სტადიუმი"
იუვენტუსი - სპალი 2:0
გოლები: 1:0 რონალდო (28), 2:0 მანძუკიჩი (60)