პირველი გოლი ბენტანკურმა შეაგდო, ვინც დიბალას გადაცემა შეირგო. თამაშის დასრულებამდე 20 წუთით ადრე კიელინიმ გაიტანა კუადრადოს გამოზომილი ჩაწოდების შედეგად.
წერტილი კი დასვა კრიშტიანო რონალდომ, ვისთვისაც ეს მე-10 გოლი იყო სერია A-ს მიმდინარე ბატალიებში. "ბებერი ქალბატონი" 40 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს იტალიურ მარათონს.
"როცა "ფიორენტინასთან" თამაშობ გასვლაზე, ფრთხილად უნდა იყო. ეს გუნდი საშინაო ასპარეზზე განსაკუთრებული მგზნებარებით იბრძვის გამარჯვებისთვის.
ჩვენ დღეს ძალიან კარგად
ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლმა "მილანმა" მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო შინ, "პარმასთან". თავიდან სტუმრები დაწინაურდნენ, მაგრამ მერე ყველაფერი თავის ადგილას დადგა. ჯერ პატრიკ კუტრონემ ითავა მეგოლეობა გონსალო იგუაინის არყოფნაში, მერე კი ფრენკ კესიმ შეაგდო 11-მეტრიანის ნიშნულიდან.
"ჩვენ ერთხელაც გამოვავლინეთ ხასიათი და თამაშის შემოტრიალება შევძელით. ეს კარგია, მაგრამ თვალი არ უნდა დავხუჭოთ იმ შეცდომებზე, რომლებიც გვქონდა", - თქვა მატჩის დასრულების შემდეგ ჯენარო გატუზომ, რომლის გუნდსაც თითოეული ქულა ლამის სისხლის ფასად უჯდება.
"ლაციო" მხოლოდ ფრეს გამორჩა აუტსაიდერ "კიევოსთან". ეს ქულა კი მოიპოვა ჩირო იმობილემ, ვინც გოლად კორეას გადაცემა აქცია. მანამდე კი "მფრინავი ვირები" უბერებელმა პელისიერმა დააწინაურა.
დიდებული სანახაობა ვიხილეთ რომში. ტურის ცენტრალურმა მატჩმა მოლოდინი ბოლომდე გაამართლა. თავიდან "ინტერი" დაწინაურდა, დ'ამბროზიოს პასი გოლად ბალდე კეიტამ გარდასახა. წამებით ადრე კი არბიტრმა ჯანლუკა როკიმ აშკარა 11-მეტრიანი არ დანიშნა მილანელთა კარში.
მეორე ტაიმი "რომამ" ყოჩაღად დაიწყო და ანგარიში გაათანაბრა. ჩენგიზ იუნდერმა დიდებულად "გაისროლა" მას შემდეგ, რაც კრისტანტეს გადაცემა მიიღო. მალევე მაურო იკარდიმ საგოლე თავური უთავაზა კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს და "ინტერი" მეორედ გაიჭრა წინ.
"რომა" მაინც არ გატყდა. არბიტრმა ამჯერად ვიდეორეფერი ჩართო საქმეში და რომაელებს პენალტის შესრულების უფლება უბოძა. უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი ალექსანდრ კოლაროვმა აღასრულა. საბოლოოდ - 2:2.
აღსანიშნავია, რომ არბიტრმა ტექნიკური ზონიდან გააძევა "ინტერის" მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი, რომელიც ერთ დროს სწორედ "რომას" ედგა სათავეში.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღეს შესაძლოა თანამდებობა დაატოვებინონ "ჯალოროსის" მთავარ მწვრთნელ ეუსებიო დი ფრანჩესკოს და მის ნაცვლად გუნდი ანტონიო კონტეს ჩააბარონ. შეგახსენებთ, კონტე უმუშევარია მას შემდეგ, რაც "ჩელსი" დატოვა.
სერია A. XIV ტური
სპალ-ემპოლი 2:2
გოლები: 1:0 კურტიჩი (5), 1:1 კაპუტო (24), 1:2 კრუნიჩი (43), 2:2 კურტიჩი (66)
გაძევება: ციონეკი (49. სპალ)
ფიორენტინა-იუვენტუსი 0:3
გოლები: 0:1 ბენტანკური (31), 0:2 კიელინი (69), 0:3 რონალდო (79-პენ)
იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - დე შილიო, ბონუჩი, კიელინი, კანსელო - კუადრადო (83. დუგლას კოშტა), ბენტანკური, მატუიდი - დიბალა, რონალდო (80. ბერნარდესკი), მანჯუკიჩი (88. კინი).
სამპდორია-ბოლონია 4:1
გოლები: 1:0 პრე (10), 1:1 პოლი (17), 2:1 კვალიარელა (25), 3:1 რამირესი (41), 4:1 კვალიარელა (68)
მილანი-პარმა 2:1
გოლები: 0:1 ინგლეზე (49), 1:1 კუტრონე (55), 2:1 კესი (71-პენ)
მილანი (4-3-3): დონარუმა - კალაბრია, აბატე, საპატა, როდრიგესი - კესი, ბაკაიოკო, მაური (53. ბორინი) - სუსო (89. კასტილიეხო), კუტრონე, ჩალჰანოღლუ.
ფროზინონე-კალიარი 1:1
გოლები: 1:0 კასატა (14), 1:1 ფარიასი (77)
გაძევება: ბარელა (85. კალიარი)
ტორინო-ჯენოა 2:1
გოლები: 0:1 კუამე (36), 1:1 ანსალდი (45+2), 2:1 ბელოტი (45+5-პენ)
გაძევება: რომულო (28. ჯენოა)
კიევო-ლაციო 1:1
გოლები: 1:0 პელისიერი (25), 1:2 იმობილე (66)
ლაციო (3-5-2): სტრაკოშა - უოლასი, აჩერბი, რადუ (46. კაისედო) - მარუშიჩი (55. პატრიკი), პაროლო, ბადელი (82. ბერიშა), მილინკოვიჩ-სავიჩი, ლულიჩი - იმობილე, კორეა.
რომა-ინტერი 2:2
გოლები: 0:1 კეიტა (37), 1:1 იუნდერი (51), 1:2 იკარდი (66), 2:2 კოლაროვი (73-პენ)
რომა (4-2-3-1): ოლსენი - სანტონი (69. კლუივერტი), მანოლასი, ჟეზუში, კოლაროვი - კრისტანტე, ნზონზი - იუნდერი (83. პასტორე), ძანიოლო (77. პეროტი), ფლორენცი - შიკი.
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - დ"ამბროზიო, დე ვრეი, შკრინიარი, ასამოა - ბორხა ვალერო (80. ვესინო), ბროზოვიჩი - კეიტა (62. პოლიტანო), ჟოაო მარიო, პერიშიჩი (81. მარტინესი) - იკარდი.
სასუოლო-უდინეზე 0:0
ორშაბათი, 3 დეკემბერი
ატალანტა-ნაპოლი 23:30
ბომბარდირები: 10 - კშიშტოფ პიატეკი (ჯენოა), კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი); 9 - ჩირო იმობილე (ლაციო); 8 - მაურო იკარდი (ინტერი); 7 - ლორენსო ინსინიე (ნაპოლი), დრის მერტენსი (ნაპოლი), ფრანჩესკო კაპუტო (ემპოლი), ფაბიო კვალიარელა (სამპდორია).
მომდევნო ტური
7 დეკემბერი: იუვენტუსი-ინტერი
8 დეკემბერი: ნაპოლი-ფროზინონე, კალიარი-რომა, ლაციო-სამპდორია
9 დეკემბერი: სასუოლო-ფიორენტინა, ემპოლი-ბოლონია, პარმა-კიევო, უდინეზე-ატალანტა, ჯენოა-სპალ, მილანი-ტორინო
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"