სპალეტი: "იუვენტუსი" ჭკვიანურად მოქმედებდა, ჩვენ კი გულუბრყვილოდ

AutoSharing Option
რა გასაკვირია, რომ იტალიის პირველობის მე-15 ტურში "იუვენტუსთან" წაგების (0:1) შემდეგ "ინტერის" მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ვერ იყო ხასიათზე.

"რა თქმა უნდა, როდესაც ერთი გუნდი დაწინაურდება, მოედანზე ვითარება იცვლება. ჩვენ ბევრი ბანალური შეცდომა დავუშვით. ეს შედეგზე აისახება, რამეთუ ჯერ არ შეგვიძლია მთელი 90 წუთის განმავლობაში სტაბილურად ვითამაშოთ.

ყოველთვის არის ვიღაც, რომელიც გარბის ძალიან ნელა და ლაყბობს ძალიან ბევრს. მთლიანობაში კარგად ვიასპარეზეთ. კარგი ნიშანი იყო ის, რომ საჭიროების შემთხვევაში ყველა შემტევი უკან ბრუნდებოდა.

სამწუხაროდ, "იუვენტუსი" ჭკვიანურად მოქმედებდა, ჩვენ კი გულუბრყვილოდ. მათ შეუძლიათ
ტემპის დაგდება, დროის გაყვანა.

იკარდი თავის საქმეს აკეთებდა, ბორხა ვალერომ იცის, როდის მოუმატოს და როდის დააგდოს ტემპი, როდის დაიჭიროს ბურთი და როდის გადააწოდოს პარტნიორს. ის მე ნახევარდაცვაში მჭირდება".

მკითხველის კომენტარები / 2 /
რომას მწვრთნელი ხო
daviti
09:29 08-12-2018
0
რომას მწვრთნელი შარშან იყო ეგ ეხლა ინტერის არის
ტოტტი
09:12 08-12-2018
0

სიახლეები პოპულარული